გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გარემოსა დაცვის სამინისტროს კახეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომელი დააკავა.
გამოძიებით მტკიცებით, ბრალდებულმა, 650 ლარის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს უფლება მისცა, სატყეო უბნის ტერიტორიაზე შესულიყო და უკანონოდ მოეჭრა დიდი ოდენობით ხე-ტყის სამასალე.
დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.