შალვა ნათელაშვილმა აშშ-ში შეხვედრები გამართა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტიკურ საბჭოში გამართა შეხვედრები. შალვა ნათელაშვილი კონგრესმენებს და დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე ესაუბრა.

შეხვედრებზე მთავარი განსახილველი საკითხები ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა იყო.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი სენატში და კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში შეხვედრებს კვირის ბოლომდე გააგრძელებს.

“დღევანდელ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნის დე-ფაქტო მმართველ ივანიშვილის სტრატეგიას, რადაც არ უნდა დაუჯდეს გააყალბოს არჩევნები," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

Читайте на сайте