დაიკითხება თუ არა ოთარ ფარცხალაძე? - ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო

ორი წლის შემდეგ პროკურატურა იძულებულია, გამოძიება დაიწყოს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ირაკლი შოთაძის უწყებამ დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ცალკეულ საჯარო მოხელეთა უფლებამოსილების გადამეტების საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს.

ვინ იგულისხმება ცალკეულ საჯარო მოხელეებში, პროკურატურა ჯერ არ აკონკრეტებს. თუმცა, ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი ყოფილი მთავარი პროკურორია.

ვანო მერაბიშვილის განცხადებით, სწორედ ოთარ ფარცხალაძის დავალებით მოხდა მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ღამით გაყვანა. შესაბამისად, პროკურატურასაც ყოფილი ხელმძღვანელის დაკითხვაც მოუწევს.

ხელისუფლება მიმდინარე გამოძიებით კმაყოფილი არ არის. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც გადაწყვეტილება მმართველი გუნდის სურვილზე დამოკიდებული არ არის. ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის სასამართლო გამოძიების შედეგებს ელოდება.

 

 

 

ავტორი: ანა წერეთელი

Читайте на сайте