ლორთქიფანიძის პიჯაკის დაზიანებისთვის ბრალდებულები შესაძლოა, ხელახლა დააპატიმრონ

ქუთაისის პარლამენტთან მომხდარ ინციდენტში, სადაც დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს პიჯაკი დაუზიანეს, ბრალდებულების ხელახალი პატიმრობის მოთხოვნით გამოდის პროკურატურა.

ამ თემაზე გადაცემა არჩევანში ისაუბრეს.

როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, განაცხადა, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება პირდაპირ მიანიშნებს ქვეყანაში არსებულ „შერჩევით სამართალზე“, რაც მისი თქმით, დაუსჯელობის პრინციპის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

„ასე გადაფარონ ის შეუსრულებელი დაპირებები, რითიც ივანიშვილმა ხალხი მოატყუა. მაგრამ ეს შეუძლებელი და 8 ოქტომბერს ამას წერტილი დაესმევა,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

Читайте на сайте