პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-გავრცელებაში ბრალდებულის ადვოკატები პროკურატურას ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებენ
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-გავრცელებაში ბრალდებული ზურა ჯამალაშვილი და კიდევ ორი პირი ისევ პატიმრობაში რჩებიან. სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის შეცვლის შესახებ დახურულ სხდომაზე განიხილა და არ დააკმაყოფილა.
დღესვე ჯამალაშვილის ადვოკატებმა პროკურატურა ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დაადანაშაულეს. მათი ინფორმაციით სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლები ჯამალაშვილთან საპატიმროში ღამის საათებში შედიან და შვილის დაჭერის მუქარით ბრალის აღიარებასა და საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობას სთხოვენ.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.