მექრთამეებს აუსრულა ოცნებები - ალეკო ელისაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

"მექრთამეების ოცნებების ამსრულები ყოფილხარ," - ასე მიმართა ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს, საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა.

გადაცემა არჩევანში ელისაშვილმა ბიძინა ივანიშვბილი გააკრიტიკა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„ყოჩაღ, ბიძინა ივანიშვილო, მაგარი ოცნებები აგვისრულე. მექრთამეებს აუსრულა ოცნებები. ბესელიებს, კობახიძეებს და დიმიტრი მოსულიშვილს. ამ მექრთამეების ოცნებების ამსრულები ყოფილა და ყოჩაღ ბიძინას. შენ თუ ეს საქართველო მოგწონს, ბიძინა ივანიშვილო, მე არ მომწონს და ასეა უამრავი ადამიანი,“ - განაცხადა ელისაშვილმა. 

Читайте на сайте