თბილისის მთავარი არქიტექტორი მშენებელ კომპანიას 6 სართულის მოპარვაში ეხმარება - ალეკო ელისაშვილი
თბილისის მთავარი არქიტექტორი ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას 6 სართულის მოპარვაში ეხმარება, - ამის შესახებ განცხადებას ალეკო ელისაშვილი გადაცემა არჩევანში აკეთებს.
"ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა 6 სართულის მოპარვაზე დეველოპერს ხელი მოუწერა. საბურთალოს ქუჩაზეა მშენებლობა და ამდროს საირმეზეაო, ამბობენ. ამით 2 მილიონ დოლარს იპარავს დეველოპერი. 14-სართულიანი კორპუსი 8-სართულიანად ფორმდება,"- აცხადებს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, ალეკო ელისაშვილი.
ის გადაცემაში იმაზეც საუბრობს, რომ ამ პრობლემის შესახებ საქმის კურსში ყველა უწყება ჩააყენა, მაგრამ არავისგამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა და მისივე შეფასებით, ეს მაღალჩინოსნების ინტერესების გარეშე ევრ მოხდებოდა.
"ეს ამბავი საკრებულოს წევრებსაც ვუთხარი, ნარმანიასაც, პირდაპირ ეთერში თვითონ არქიტექტორსაც, მაგრამ რა შედეგი? არაფერი. ნარმანია რა, ნარმანიას ყურებში საჰაერო აქვს და აქედან შედის იქიდან გამოდის.
"ნარმანიას ძმა არის ჩალიჩმაისტერი, ირაკლი ნარმანია ყველას "კრიშავს". ნარმანიამ კარგად იცის, როგორ იხრწნება მერია კორუფციით. წინა ხელისუფლების დროს ელიტური კორუფცია იყო. ექსკლუზიური უფლებები ჰქონდა რამდენიმე ადამიანს, ეკეთებინა გული. მაგალითად, კეზერაშვილს და უგულავას მწვანე ჰქონდათ ანთებული. ახალი ხელისუფლების პირობებში ყველა ფულს აკეთებს, მთელი სახელმწიფო აპარატი," - განაცხადა ელისაშვილმა.