ქართული ოცნების მმართველობის სტილი ნეპოტიზმსა და კორუფციაზეა დაფუძნებული - ირაკლი აბესაძე

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი აბესაძე, ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების მმართველობის სტილი ნეპოტიზმსა და კორუფციაზეა დაფუძნებული.

ამის შესახებ ირაკლი აბესაძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

ნაციონალური მოძრაობის მიერ არაერთი კორუფციული გარიგების შესახებ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციებზე შესაბამისი ორგანიზაციების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

„ჩვენს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან არც ერთს არ მოჰყოლია სათანადო რეაქცია. დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის სტილი ნეპოტიზმსა და კორუფციაზეა დაფუძნებული,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

Читайте на сайте