ეკა გიგაურის განცხადებით, პარლამენტში მმართველი გუნდის წევრი ბიზნესმენისგან წილს ითხოვდა

ქართული ოცნების წევრი და დეპუტატი ერთ-ერთი უცხოელი ბიზნესმენისგან კონკრეტულ ბიზნეს წილს ითხოვდა, - განცხადება ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა, გადაცემა არჩევანში გააკეთა. 

ეკა გიგაურის განცხადებით, ის ბიზნესმენის სახელსა და გვარს ვერ დაასახელებს, რადგან ინვერსტორისგან მისი სახელისა და გვარის გამჟღავნების შესახებ თანხმობა არ მიუღია. 

"ასეთი შემთხვევები იყო გასულ წლებში უფრო მეტი, მაგრამ დღესაც გვხვდება. მე ვერ დავასახელებ. უცხოელ ბიზნესმენია, მას სთხოვეს და დაელაპარაკნენ მეგობრულად, რომ, თუ წილს გადასცემდა თანამდებობის პირს, საქმიანობაში პრობლემა არ შეექმნებოდა. მე ამ ადამიანის თანხმობა არ მაქვს და ვერ ვიტყვი მის სახელს და გვარს. პარლამენტის წევრი ითხოვდა წილს, მმართველი გუნდიდან. ანტიკორუფციული სამსხური უკვე მუშაობს ამ საკითხზე, მაგრამ რამდენად დასრულდება და რა შედეგით, უცნობია,"- განაცხადა ეკა გიგაურმა. 

Читайте на сайте