გაგი მოსიაშვილი წყალმომარაგების კომპანიის საქმეში არსებულ პასუხგაუცემელ კითხვებზე საუბრობს
წყალმომარაგების კომპანიის საქმეზე დაკავებული ერთადერთი დამნაშავის, კომპანიის მთავარი ბუღალტრის, თამარ ფხოველიშვილის, ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი, გადაცემა არჩევანში არსებულ კითხვებზე საუბრობს.
მისი მტკიცებით, საქმეში მთავარი კითხვა მილიონების გაფლანგვის ფაქტზე მხოლოდ მთავარი ბუღალტრის, თამარ ფხოველიშვილის, პასუხისმგებლობის დაყენებაა, რაც ადვოკატის განცხადებით, არასწორია.
გაგი მოსიაშვილის თქმით, იმ ჩინოვნიკების პასუხისმგებლობაც უნდა იქნეს შესწავლილი, რომლებიც კომპანიის მთავარი ბუღალტრის მოქმედებების გამკონტროლებელი უნდა ყოფილიყო.
„ეს აუცილებლად უნდა გახდეს საგამოძიებო ორგანოს დაინტერესების საკითხი. ბუღალტერის მაკონტროლებელი მაღალჩინოსნების საქმიანობა, როგორც მინიმუმ, სამსახურეობრივი გულგრილობაა, რადგან მან ვერ უზრუნველყო თანხების მიზნობრიობის გადამოწმება. აქ საუბარია ძალიან დიდი თანხაზე და ასეთი სქემის განხორციელება მხოლოდ მთავარი ბუღალტრის დონეზე არასერიოზულია,“ - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.