ხაბაძე დარჩება-არდარჩება ჩემთვის არასერიოზულია, მე ჩამოვედი გამარჯვებისთვის - ვარშალომიძე

მესამე დღეა, საქართველოში დაბრუნებული ლევან ვარშალომიძე აჭარაში მცხოვრებ მოქალაქეებთან შეხვედრებს მართავს. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ბათუმში და მთიან აჭარაში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის უმრავლესობას ჰქონდა კითხვა "რა გვეშველება?!"  

 

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა. 

ლევან ვარშალომიძის აზრით, აჭარაში უნდა განახლდეს პროექტები, რომელიც 4 წლის განმავლობაში შეჩერდა და დაიგეგმოს და განხორციელდეს სრულიად ახალი პროექტები. 

აქვე ვარშალომიძე ამბობს, რომ თითოეული პროექტის დაგეგმვის პროცესში აქტიურად მოხდება მოქალაქეების ჩართვაც.  

ვარშალომიძის დაბრუნების შემდეგ აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს საუბარი აჭარის მთავრობის მოქმედი თავმჯომარის გადაყენების შესახებ.

ლევან ვარშალომიძის განცხადებით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, დარჩება თანამდებობაზე თუ არა არჩილს ხაბაძე, ან ვინ დაინიშნება. მეტიც, ვარშალომიძე მიმდინარე პროცესებს "არასერიოზულად" აფასებს. 

"ჩემი ჩამოსვლის მიზანია, რომ ჩავუდგე სათავეში ჩვენი გუნდის საარჩევნო კამპანიას და მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში და მოვიგოთ. 8-ში უნდა გავიმარჯვოთ და 9-ში უნდა დავიწყოთ მუშაობა. დასაკარგი დრო არა აქვს ქვეყანას და რეგიონს. ჩვენ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ბევრი პროექტი დავუტოვეთ, მაგრამ უნიათობისა და უუნარობის გამო, მათ ეს პროექტები ვერ დაამთავრეს. ჩვენი მიზანია, ეს უუნარო მთავრობა შევცვალოთ და დავიწყოთ მუშაობა ხალხთან ერთად.

"წავაგეთ არჩევნები, ამ წაგებას ჰქონდა მიზეზებიც. ძალიან სწრაფი ტემპი იყო, ბევრმა აღლო აუღო, ბევრმა ვერა. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ხალხის ჩართულობა იყო ნაკლები. ახლა ვიძლევი პირობას, რომ მიეცემათ მოქალაქეებს ჩართულობის საშუალება და პროექტები მათთან ერთად განხორციელდება. ჩვენ სისწრაფესთან ერთად ბევრ შეცდომას ვუშვებდით,"- განაცხადა ლევან ვარშალომიძემ. 

Читайте на сайте