7 დღე - საარჩევნო პროცესში რესპუბლიკური პარტია ერთვება
რესპუბლიკური პარტია ერთ კვირაში საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით პირველ განცხადებას გააკეთებს. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე წინასაარჩევნო კამპანიაში უკვე აქტიურად ერთვება.
ქვეყნის მესამე პირი არც პარტიულ სიაში ყოფნას და არც მაჟორიტარობის კანდიდატობას გამორიცხავს.
უცნობია კონკრეტული თარიღი, როდის დატოვებენ რესპუბლიკელი მინისტრები სამთავრობო გუნდს, თუმცა ყოფილმა თანაკოალიციელებმა რესპუბლიკელებს შეახსენეს, რომ პოსტებიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მთავრობის ხელმძღვანელის პრეროგატივაა.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი