არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება - გეგეშიძე თბილისში განმარტებებისთვის დაიბარეს
ელჩი არჩილ გეგეშიძე ამერიკიდან შესაძლოა, საქართველომ გამოიწვიოს. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო სამინისტროში არ ადასტურებენ, თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ გეგეშიძე განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე დაიბარეს. როდის გამოცხადდება გეგეშიძე თბილისში, ეს უცნობია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი განმარტავენ, რომ ელჩი არაკვალიფიციურია, მისი განცხადება კი არაკომპეტენტური. ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ელჩმა არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ არჩილ გეგეშიძემ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ხელისუფლებაში არსებულ პრორუსულ ძალებზე ისაუბრა, მანამდე კი მან სახელმწიფო დეპარტამენტს დაასწრო და ჯონ კერის საქართველოში ვიზიტი დაანონსა. მალევე საქართველოს ელჩს ამერიკაში განმარტებების გაკეთება მოუწია.