ჭირდებოდათ ჭური, ჩასძახებდი და ამოგძახებდა - აჭარაში საკადრო ცვლილებებს აფასებენ
35 წლის არჩილ ხაბაძის თანამდებობიდან გადადგომის და იმპიჩმენტის საკითხი 4 წლის მანძილზე არა ერთხელ დამდგარა. თუმცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძის კაბინეტი, ყოფილი მმართველის საქართველოში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში დატოვა.
არჩილ ხაბაძის თანამდებობაზე არმაზ ახვლედიანი განიხილებოდა. კოალიცია ქართული ოცნების ყოფილი პოლიტიკურ მდივანი ხაბაძის გადადგომის შემდეგ ღიად საუბრობს იმაზე, თუ რატომ არ დანიშნეს არმაზ ახლედიანი და რატომ მოხსნეს არჩილ ხაბაძე.
„არჩევანი გაკეთდა ლოიალურობის და ჩვენი კაცის სასარგებლოდ. აქ ერთმნიშვნელოვნად სჭირდებოდა ჭური, ჩასძახებდი და ამოგძახებდა. მიიღეს კიდეც,“ - განაცხადა არმაზ ახლედიანმა.
დეპუტატი მურმან დუმბაძე კი იხსენებს, რომ 2012 წლის ოქტომბერში გააცნო ბიძინა ივაიშვილს არჩილ ხაბაძე. ის ხაბაძის მმართველობის პეროდს 4 წლიან უძრაობას უწოდებს.
„1921 წლიდან მოყოლებული ასეთი სუსტი მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიას არ ახსოვს, ეს არის ნომერ პირველი სისუსტის თვალსაზრისით. ეს არის დაახლოებით ბრეჟნევის ხანა,“ - აცხადებს მურმან დუმბაზე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე იხსენებს, რომ 2012 წელს, ვიდრე აჭარის მთავრობა დაკომპლექტდებოდა, ხაბაძის კანდიდატურა პრემიერ ივანიშვილს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად შესთავაზეს, მაგრამ მაშინდელმა პრემიერმა ბანკი ქართუს ხელმძღვანელს მთელი აჭარა ჩააბარა.
ლევან ვარშალომიძე არჩილ ხაბაძეზე არ საუბრობს. ის იმ პროექტებზე აკეთებს აქცენტს, რომელიც მისი მმართველობის პერიოდში იყო დაგეგმილი და ახალმა ხელისუფლებამ გააჩერა.
ავტორი: თეა ადეიშვილი.