საწვავის რეკორდსმენები - რეგიონალური ხელისუფლების მიერ მოხმარებული საწვავის მოცულობა 270 ტონას აჭარბებს
მცხეთის რაიონში ნამგლევის დასახლებას სოფლის სტატუსი არ აქვს. 30 კომლისგან შემდგარი დასახლებული პუნქტის არსებობა მცხეთის გამგეობაში რუსთავი 2-ის ჟურნალისტებისა და google-ს თანამგზავრული რუკის მეშვეობით გაიგეს.
დასახლებულ პუნქტში არც რაიონის გამგებელი და არც გუბერნატორი არ ყოფილან. მათ მიერ რეგიონში გადაადგილებაზე დახარჯული საწვავის რაოდენობა კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დაითვალეს.
რეგიონის რწმუნებულს 2015 წელს სამსახურებრივი PRADO, შემდეგ კი IS Land Cruiser ემსახურებოდა, საწვავის საშუალო თვიური ხარჯვა კი 700 ლიტრს სცდებოდა. ახალი გუბერნატორი არ გამორიცხვას, რომ საწვავის ხარჯი მოზღვავებული სტიქიების გამო, წელს კიდევ უფრო გაიზარდოს.
რეკორდსმენები აღმოჩნდნენ დუშეთის რაიონის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარეც, მათ მიერ გახარჯული საწვავის მოცულობა გუბერნატორის მიერ დახარჯულზე გაცილებით მეტია.
რეგიონალური ხელისუფლების მიერ მოხმარებული საწვავის მოცულობა ჯამში 270 ტონას აჭარბებს.
ავტორი: მიშა სესიაშვილი.