სამთავრობო პროგრამები - წყალში გადაყრილი ფული

საყოველთაო ჯანდაცვაზე გამოყოფილი 600 მილიონიანი ბიუჯეტი აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, არაეფექტურად იხარჯება. ხელისუფლება არჩევნების წინ, არსებულ პროგრამაში ცვლილებების შეტანას არ გეგმავს.

სკანდალურს უწოდებენ მესამე სექტორის წარმომადგენლები კულტურის სამინისტროს მიერ ღონისძიებებში გახარჯულ 30 მილიონს, საიდანაც თანხის დიდი ნაწილი სამინისტროს მაღალჩინოსნების ახლობლების ხელში მოხვდა.

დედაქალაქში შიდა ქუჩების შერემონტების ნაცვლად, მთავარ ქუჩებზე მიდის ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები, რომლის მთავარი შემსრულებელი კომპანია დაგია, რომლის უკანაც ექსპერტები ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ბიზნეს ინტერესებს ასახელებენ.

ოპოზიცია ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ მიღებულ კიდევ ერთ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, კერძოდ 2015 წელს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო თანხები, რაც მილიონ ლარამდეა, ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ გამოყო.

მესამე სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გაზრდაზე აკეთებს აქცენტს, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნება არჩევნებზე 35 %-იანი მხარდაჭერის მოპოვებას იმედოვნებს.

 

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი.

Читайте на сайте