უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა - შეხვედრაზე რუსთავი2-ის საქმეზეც ისაუბრეს
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს პირველ სხდომაზე ოპოზიციამ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე, კორცხელის ინციდენტის გამოძიებასა და სარეკლამო დროის ობიექტური განაწილებაზე ისაუბრა.
წინასარჩევნო პროცესში არსებულ ხარვეზებზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც საუბრობენ. აქცენტი რუსთავი2-ის საქმეზეც კეთდება.
წინასაარჩევნო ხარვეზებთან დაკავშირებით ცესკოს აუდიტი რამდენიმე საქმეს სწავლობს. თამარ ჟვანია არჩევნებზე გადაცდომებს გამორიცხავს.
უწყებათშორისი საბჭოს მომდევნო შეკრება 2 კვირის შემეგ დაიგეგმა.
ავტორი: ნატა მახვილაძე