ქართული ოცნების საარჩევნო სიაში შესაძლოა, თბილისის მერიის მაღალჩინოსნები მოხვდნენ

ქართული ოცნების საარჩევნო სიაში შესაძლოა, თბილისის მერიის მაღალჩინოსნები მოხვდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერის მოადგილეები, ირაკლი ლექვინაძე და ლაშა აბაშიძე, საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ოცნების ახალი სახეები იქნებიან.

ასევე, ჯერჯერობით არაოფიციალური ინფორმაციით, ლაშა აბაშიძის შემცვლელად ვიცე-მერის პოსტზე ბექა ოდიშარიას კანდიდატურა განიხილება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოდიშარია საარჩევნო სიის ერთ-ერთი ახალი სახე გახდებოდა, თუმცა ქართული ოცნების დღევანდელ პრეზენტაციაზე ის არ გამოჩენილა.

მერის მოადგილე, დავით ლილუაშვილი, ქართული ოცნების წარდგენით, ვანისა და ხონის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

 

 

 

ავტორები: ეკო მაღრაძე, დავით ხურციძე, თამარ შალოშვილი

Читайте на сайте