უფასო სარეკლამო დროის 2/3 წაგვერთვა, ეს არის ყაჩაღური კანონი - ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებს. გაერთიანებული დემოკრატების ლიდერის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ვერ შეძლო საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებასთან დაკავშირებით ვეტოს უფლების გამოეყენება.
ბურჯანაძემ უფასო სარეკლამო დროის გადანაწილების წესი გააპროტესტა. პარტია ამ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს ორშაბათს სარჩელით მიმართავს.
ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, სარჩელს ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსიც შეუერთდებიან.
„უფასო სარეკლამო დროის პრაქტიკულად 2/3 წაგვერთვა. ეს არის ყაჩაღური კანონი,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.