საკითხი, რომ არჩევნებს ებმის ვიზალიბერალიზაცია, არავის დაუყენებია - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ვიზალიბერალიზაციის მიღებას სექტემბრის ბოლოსთვის ელოდება.

ამ საკითხზე მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "საკითხი, რომ არჩევნებს ებმის ვიზალიბერალიზაცია, არავის დაუყენებია". 

"ჩვენ ყველაფერი შესრულებული გვაქვს. უხერხული ვითარებაა იქიდან გამომდინარე, რომ პროცედურული თემებით იწელება დრო. ევროკავშირიდან ყველა მაღალი თანამდებობის პირი აფიქსირებს, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა," -  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.  

Читайте на сайте