ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი - მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მხარდაჭერას უცხადებს

​საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი და მოსამართლეებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.

პრეზიდენტი გადაცემა არჩევანში ამბობს, რომ ის მხარს უჭერს მათ. 

"მე ყველა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მიმართ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ მხარდაჭერას. ცოტა ხნის წინ ბატონ თავმჯდომარეს შევხვდი, შემდეგ  მასთან ერთად 5-6 მოსამართლეს. მე მათ მხარდაჭერა აღვუთქვი. იმ შეხვედრაზე არავის არ დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია. შეიძლება, არის რაღაც მომენტები და ისინი ამას არ აფიქსირებენ. მე როცა ბათუმში ვარ, სულ მივდივარ, რომ დავაფიქსირო ჩემი პატივისცემა ამ ინსტიტუტის მიმართ.  საკონსტიტუციო სასამართლო უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ახლა ევროპაში მაშინ, როცა დემოკრატიის ხანგძლივი ტრადიცია არსებობს, იქაც კი საკონსტიტუციო სასამართლო დიდ როლს ასულებს. მე მათ მადლობა ვუთხარი მუშაობისთვის," - აცხადებს პრეზიდენტი. 

Читайте на сайте