ივანიშვილი მე ნადვილად არ მმართავს - გიორგი მარგველაშვილი

„მე არ მითქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას მართავს. რას მართავს, არ ვიცი. მე ნადვილად არ მმართავს," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა არჩევანში განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების ლიდერია. 

„ბიძინა ივანიშვილი არის პარტია ქართული ოცნების ლიდერი და ერთ-ერთი მთავარი სახე. ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ ის არის პარტია ქართული ოცნების საარჩევნო მხარდამჭერი, ყველა დღეს პოლტიკაში ვართ," - განაცხადა მარგველაშვილმა.  

Читайте на сайте