ხელისუფლების ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა ადამიანის უფლებების წინააღმდეგ - დავით ჯანდიერი
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სკანდალურ განცხადებას პაატა ბურჭულაძის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, დავით ჯანდიერი, აფასებს და ღიად აცხადებს, რომ ნებისმიერი ხასიათის ზეწოლა სასამართლოზე და მოსამართლეებზე კატეგორიულად მიუღებელია.
განცხადება ამის შესახებ დავით ჯანდიერმა კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
„თუკი გლობალურად შევხედავთ ამ პრობლემას, ხელისუფლების ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ ეს არის ბრძოლა ადამიანის უფლებების წინააღმდეგ, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს კონსტიტუციური კონტროლის ორგანოს,“ - განაცხადა დავით ჯანდიერმა.
ჯანდიერის "სამწუხარო ფაქტს" უწოდებს იმას, რომ პროკურატურამ ამ დრომდე გიორგი პაპუაშვილის განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია.
„ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასმართლოს თავმჯდომარის ამგვარი განცხადების შემდეგ, რომელიმე მაღალი თანამდებობის პირი ნამდვილად დატოვებდა თანამდებობას, მაგრამ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა,“ - განაცხდა დავით ჯანდიერმა.