ეს არის საგანგაშო განცხადება იმიტომ, რომ გადამწყვეტ ეტაპზეა ბრძოლა რუსთავი2-თვის - სერგი კაპანაძე

„ეს განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ არის მართლაც სერიოზული ზეწოლაა საკონსტიტუციო სასამართლოზე ხელისუფლების მხრიდან,“ - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სკანდალურ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრი, სერგი კაპანაძე, აფასებს და აცხადებს, რომ "ამას შეიძლება, ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს".

განცხადება კაპანაძემ კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა. 

„ეს განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ არის მართლაც სერიოზული ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე ხელისუფლების მხრიდან. ნათელი მაგალითია იმისა, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლო არის პოლიტიკური შეტევის ქვეშ. ამას შეიძლება, ძალიან ცუდი შედეგი ქონდეს,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძე საუბრობს, რომ სასამართლოზე მიმდინარეობს შეტევა და იმ მიზეზებზე აკეთებს აქცენტს, თუ რატომ მიმდინარეობს აღნიშნული ქმედება.

„აკეთებს იმიტომ, რომ გადამწყვეტ ფაზაშია შესული ბრძოლა რუსთავი2-ის გამო. ეს ბრძოლა მათ სამარცხვინო სამართლებრივი გადაწყვეტილებებით მოიტანეს აქამდე და ახლა დარჩათ საკონსტიტუციო სასამართლო მისახედი იმიტომ, რომ ამ სასამართლოში იხილება საქმე, რომელმაც უნდა სცნოს, კონსტიტუციურია თუ არა ის მუხლი, რომლის გამოც არის დავა,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კაპანაძე პაპუაშვილის განაცხადებას "საგანგაშოს" უწოდებს.

„ეს არის საგანგაშო განცხადება. საგანგაშოა იმიტომ, რომ გადამწყვეტ ეტაპზეა ბრძოლა რუსთავი2-თვის,“ - აღნიშნა კაპანაძემ. 

Читайте на сайте