თავისუფალმა დემოკრატებმა ტყიბულსა და თერჯოლაში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს
თავისუფალმა დემოკრატებმა კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს.
რუსუდან გვენეტაძე, რომელიც დაფუძნების დღიდან პარტიის წევრია, ტყიბულსა და თერჯოლაში იყრის კენჭს. ის ახალ პოზიციაზე საზოგადოებას ირაკლი ალასანიამ წარუდგინა.
კანდიდატმა რეგიონის პრიორიტეტებზეც ისაუბრა და ადგილობრივ მოსახლეობას შრომის პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდა.