ოცნების დაპირება, რომ ბათუმში სტადიონი აშენდებოდა, ნაგავსაყრელმა ჩაანაცვლა

ძლიერი ეკონომიკა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესებული სოციალური პირობები, განათლება და ახალი სამუშაო ადგილები - ეს დაპირებები აჭარის ამომრჩეველმა ქართული ოცნებისგან 4 წლის წინაც მოისმინა.

დაპირებებს შორის იყო ბათუმის სტადიონიც. თუმცა, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საკურორტო ქალაქი ისევ სპორტული მოედნის გარეშეა.

ადგილზე, სადაც სტადიონი უნდა აშენებულიყო, დღეს ნაგავსაყრელია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი სტადიონის მშენებლობის დაწყებისა და გახსნის თარიღი რამდენჯერმე გამოაცხადა, თუმცა უშედეგოდ. 

 

 

ავტორი: ეკა გაგუა

Читайте на сайте