ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველს აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა
ქართულმა ოცნებამ რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა დაასრულა. ცოტა ხნის წინ მმართველმა პარტიამ აჭარის კანდიდატები დაასახელა. 6 ოლქში კანდიდატები პრემიერ მინისტრმა წარადგინა.
ბათუმის 68-ე ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება პარლმენტის წევრი, ფატი ხალვაში; ბათუმის 69-ე ოლქში პარტიიდან წარმდგენილია ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე, ბათუმის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი; ბათუმის 70-ე ოლქში პარტია წარმოადგენს მუხრან ვახტანგაძეს, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენის უფროსს.
ქობულეთში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება კობა ნაკაიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.
ხელვაჩაურში მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებულია ილია ნაკაშიძე.
ხულოში, შუახევსა და ქედაში - დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე.
რამდენიმე წუთის წინ გიორგი კვირიკაშვილმა ამომრჩეველს ქართული ოცნების ის კანდიდატებიც წარუდგინა, რომლებიც აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იბრძოლებენ.
ბათუმის 68-ე ოლქში პარტიის კანდიდატი იქნება ვახტანგ წულაძე, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი; ბათუმის 69-ე ოლქში პარტიიდან წარმოდგენილია პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე, ილია ვერძაძე. ბათუმის 70-ე ოლქში პარტიას წარმოადგენს ნუგზარ სურმანიძე.
ქობულეთში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება გიორგი რომანაძე, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი.
ხელვაჩაურში - მერაბ კარანაძე;
ხულოში, შუახევსა და ქედაში ქართულ ოცნებას წარმოადგენს ბიზნესმენი, ხვიჩა შარაშიძე.