ქართული ოცნება ხობში გოდერძი ბუკიას ნაცვლად ირაკლი ბერაიას წარადგენს

გოდერძი ბუკიას ნაცვლად, ხობში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ბანკი ქართუს თანამშრომელს ირაკლი ბერაიას წარადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერაიას წარდგენა დღეს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში მოხდება. პრემიერმინისტრის ბრიფინგი 20:00 საათისთვის არის ჩანიშნული. ხობის საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოხსნა და ამის მიზეზად რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო პროექტში მონაწილეობა დაასახელა.

Читайте на сайте