ოპოზიცია "ქართული ოცნებისთვის" წინასაარჩევნოდ შეწირული თანხების კანონიერების დადგენას ითხოვს
არჩევნებში მონაწილე პარტიები მაკონტროლებელ ორგანოს მიმართავენ. ოპოზიცია ქართული ოცნების შემოწირულობების კანონიერების შესწავლას მოითხოვს.
რამდენიმე პოლიტიკური პარტიის დაჯარიმების შემდეგ, აუდიტის სამსახურს მმართველი პარტიის ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებენ.
აგვისტოს მონაცემებითაც ქართული ოცნება შემოწირულობის რაოდენობით კვლავ ლიდერობს.
აუდიტის სამსახურში განმარტავენ, რომ შემოწირულობის კანონიერებას უწყება ყველა პარტიის შემთხვევაში მუდმივად ამოწმებს და ქართული ოცნება პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ არის.
ოპოზიციური პარტიების დაჯარიმებას კი მაკონტროლებელ ორგანოში პოლიტიკურ ძალთა გამოუცდელობით ხსნიან.
ავტორი ელისო ჯარიაშვილი.