ივანიშვილი და "რესპუბლიკელები" - ყოფილი პრემიერის შერბილებული ტონი

რეგიონული შეხვედრების მე-7 გადაცემაში ბიძინა ივანიშვილი ყოფილ პარტნიორებთან ბრძოლის ახალ ტაქტიკაზე გადავიდა.

ოცნების დამფუძნებელმა დღეს აღარც დავით უსუფაშვილი და რესპუბლიკელები ახსენა და აღარც მწვავე შეფასებები გამოიყენა. ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში აღარ არის და ძველ მოკავშირეებს ურჩია მასთან ოპონირებაზე უარი თქვან. 

ყოფილი ლიდერის რჩევის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს დღეს დავით უსუფაშვილმა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში მაინც უპასუხა.

პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილ ლიდერთან დებატებზე არა, თუმცა ბიძინა ივანიშვილის მსგავს ლექსიკაზე უარს ამბობს.

ავტორი ნათია გოგსაძე

Читайте на сайте