ხმაური უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე - "ნაციონალური მოძრაობა" სხდომებს აღარ დაესწრება
ხმაურით დაიწყო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა იუსტიციის სამინისტროში. რამდენიმე წუთის წინ სხდომა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ დატოვა. ბოკუჩავა ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მათ მიერ გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება კომისიას არ მოუხდენია.
თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა სხდომებს აღარ დაესწრება და მხოლოდ დარღვევების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
ბოკუჩავა კომისიის საქმიანობას ფარსს და პიარ აქციას უწოდებს. ბოკუჩავამ ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძეც გააკრიტიკა და მას არაადეკვატური უწოდა.
სხდომას არ ესწრება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ის საფრანგეთში იმყოფება. მის მაგივრად სხდომას უძღვება შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი.