მემორანდუმზე ხელმომწერი პარტიები ამბობენ, რომ მათთან კონსულტაციები არ გამართულა

ქართული ოცნების საარჩევნო მემორანდუმი, პოლიტიკურ პარტიებს ამ დრომდე არ მიუღიათ. კურიერმა ინფორმაცია ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გადაამოწმა. ცნობილია, რომ მემორანდუმზე, ქართული ოცნების, რესპუბლიკური პარტიის, თავისუფალი დემოკრატების, ნინო ბურჯანაძის, პატრიოტთა ალიანსისა და მრეწველების ხელმოწერები იქნება დატანილი. 

პარტიების წარმომადგენლები კურიერთან საუბრის დროს განმარტავენ, რომ ტექსტის შემუშავების პროცესში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ, ქართულ ოცნებაში კი ამის საპირისპიროს საუბრობენ. რაც შეეხება შინაარსს, პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დოკუმენტი ინტერნეტ სივრცეში ნახეს. 

"მემორანდუმის ტექსტი ჩვენამდე არ მოსულა. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ კონსულტაციები არ იყო. მოვაწერთ ხელს, მაგრამ მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად უსაგნო დოკუმენტია, ისევე როგორც ეს ხელისუფლება,"- აცხადებს ნინო ბურჯანაძე. 

მრეწველებში კი ამბობენ, რომ დოკუმენტი მოწონთ და მას ხელს მოაწერენ. 

"ტექსტის შედგენაში არ მიმიღია მონაწილეობა მაგრამ მოვაწერ ხელს. ისედაც უნდა ვიცოდეთ რომ კანონი არ უნდა დავარღვიოთ," - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.  

Читайте на сайте