მინდა, ვუთხრა მიხეილ სააკაშვილს, თუ გაბედავ და ჩამოხვალ, შენ ჩაჯდები ციხეში - ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აშშ-ში მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ბურჯანაძემ 26 მაისის აქციაზე ისაუბრა და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში მისი დაპატიმრება დაანონსა.
„26 მაისს ჩემს დაჭერას ვაჟკაცობა უნდოდა, რომელიც სააკაშვილის არასოდეს არ ჰქონია და არც ახლა აქვს. მინდა, ვუთხრა მიხეილ სააკაშვილს, შენ არ გაქვს იმის ვაჟკაცობა, რომ საქართველოში ჩამოხვიდე, მაგრამ თუ გაბედავ და ჩამოხვალ, დიახ, ამჯერად მე და ყველა ის ადამიანი, ვინც 26 მაისს შეუდრეკლად ვიდექით და ძალიან ბევრი სხვა ადამიანი კიდევ, დაგხვდებით და წაგიყვანთ იქ, სადაც არის შენი ადგილი. დიახ, შენ ჩაჯდები ციხეში,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.