ტრამპსაც და ჰილარისაც კარგად ვიცნობ, ორივესთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა მაქვს - მიხეილ სააკაშვილი
რუსთავი2-თან მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებსა და შეერთებულ შტატებთან რეგიონის ქვეყნების ურთიერთობაზე ისაუბრა.
"პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს, ტრამპსაც და ჰილარისაც, კარგად ვიცნობ, ჩვენ ყველა სიტუაციისთვის უნდა ვიყოთ მზად. სრულიად არ არის ნათელი, ვინ გაიმარჯვებს, ორივესთან მაქვს მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა. თანამედროვე მსოფლიოში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც საქართველოში გყავს უფროსი, რომელიც კამბოჯასა და ნიკარაგუას ვერ ასხვავებს, რომელსაც პუტინი არ ელაპარაკება იმიტომ, რომ თავის ხელის ბიჭად მიაჩნია, რომელსაც მისცა ერთხელ ფული მისცა, თუ ახლა დროზე ჩვენი ადგილი არ დავამკვიდრეთ, საქართველო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა შეერთებული შტატების კონგრესში შეხვედრები გამართა, შემდეგ კი ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
ავტორი: დავით ნიკურაძე