ან ჩვენ ვცხოვრობთ სხვა სამყაროში ან ეს ხალხი ატარებს კვლევას სხვა სამყაროში, - ალექსი პეტრიაშვილი

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი, GFK-ს კვლევას ღიმილით აფასებს.

„ან ჩვენ ვცხოვრობთ სხვა სამყაროში ან ეს ხალხი ატარებს კვლევას სხვა სამყაროში,“ - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი, რომლის თქმითაც, "საზოგადოება დაიღალა მსგავსი კვლევებით" და მოსახლეობასთან შეხვედრების საფუძველზე აცხადებს, რომ რეალური განწყობა აბსოლუტურად განსხვავებულია.

ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„რამდენიმე დღე დარჩა და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ისტორიაში 2016 წლის 8 ოქტომბერს ყველაზე არაპროგნოზირებადი არჩევნების შედეგები დადგება. ერთი, რაც შეიძლება დანამდვილებით ითქვას, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას, 8 ოქტომბერს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ გაიფორმებს გამარჯვებას, რადგან საყოველთაო აღიარება მოხდა და ყველაზე გავლენიანმა მოქალაქემაც კი აღიარა, რომ იქნება მეორე ტურები,“ - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ მოსახლეობას სჭირდება ახალი ალტერნატივა და ეს ძალა, მისი აზრით, თავისუფალი დემოკრატები არიან.

Читайте на сайте