ზოგადი ტენდენცია შესაბამისობაშია თქვენს კვლევასთან - ენმ GFK-ს კვლევის შედეგებს ენდობა
ნაციონალური მოძრაობა GFK-ის კვლევის შედეგებს ენდობა. დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს. ბაქრაძის თქმით, ქართული ოცნება რეალობას მოწყვეტილია.
„ორ ფაქტზე ვისაუბროთ, ყველა ვთანხმდებით, რომ ამ ქვეყანაში მკაფიო ტენდენციაა, სამი წლის წინ ოცნების მხარდაჭერა იყო მაღალი, ეს მხარდაჭერა სამი წლის განმავლობაში ვარდებოდა ქვემოთ და იკლებდა. ჩვენ გაზაფხულზე შუალედური არჩევნები გვქონდა, ნაციონალური მოძრაობა 4 ოლქში მონაწილეობდა, 4 ოლქიდან 2 მოვიგეთ. კვლევა, რომელიც თქვენ გამოაქვეყნეთ, ახლო კორელაციაშია და კარგად შეესაბამება ორივე ფაქტს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
"არ ვაპირებ არცერთი კვლევის დაცვას, მაგრამ თქვენი კვლევა შეესაბამება იმ ფაქტებს, რომლსაც ქვყანაში ვერავინ უარყოფს. მე მაქვს ყველა საფუძველი, რომ მას დავუჯერო. გარდა ამისა, კვლევების იქით არსებობს განწყობა, საზოგადოების დამოკიდებულება. ზოგადი ტენდენცია შესაბამისობაშია თქვენ კვლევასთან, ამას ადასტურებს ის ისტერიკაც, რომლითაც მთავრობა თქვენ კვლევებს ებრძვის. ისტერიკა სისუსტის და ნერვიულობის ნიშანია,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის მიერ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პოლიტიკური დევნა არ იქნება.