ტრამპმა მძიმე სურათი დახატა ამერიკაში, რათა შემდეგ მის გაკეთებულ ქმედებებს მაღალი შეფასება მიეცეს - ნოდარ ხარშილაძე

„ტრამპს თავისი თავის წარმოსახვა და თავის მოქმედების რეკლამა ძალიან კარგად შეუძლია, მან ეს ხრიკი გამოიყენა, რომ ოპოზიციონერის როლში გამოვიდა ბოლოჯერ და მძიმე სურათი დახატა ამერიკაში, რადგან მის გაკეთებულ ქმედებებს მაღალი შეფასება მიეცეს,“ - ასე შეაფასა ალექსანდრე რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, ნოდარ ხარშილაძემ, ამერიკის 45-ე პრეზიდენტის გზავნილები.

ნოდარ ხარშილაძის თქმით, ტრამპის პოლიტიკური გზავნილები იყო, რაც მან კამპანიის დროს ილაპარაკა.

ნოდარ ხარშილაძემ შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს სწრაფად, დრამატულ და კარდინალურ ცვლილებებს არ მოელის.

ხარშილაძის თქმით, ტრამპი, როგორც მისი სამი წინამორბედი, რუსეთთან თავიდან ურთიერობის ნორმალიზებას ცდილობს, თუმცა მკვლევარი ეჭვობს, რომ მასაც არ გამოუვა ეს.

ხარშილაძეს პირველ ეტაპზე არ ჰგონია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული ცვლილება მოხდეს და ეს დამოკიდებულია საქართველოს აქტიურობაზე. ნოდარ ხარშილაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა პასიურ პოზიციაში იმყოფება. 

Читайте на сайте