პატრიარქის სანახავად ვიყავით ყველანი მისული - ჯეჯელავას თქმით, საპატრიარქოში შეხვედრაზე ე.წ. ციანიდის საქმეზე არ უსაუბრიათ
განათლებისა და მეცნიერების მინისტი, ალექსანდრე ჯეჯელავა, საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სანახავად იმყოფებოდა. უწმინდესთან შეხვედრას მთავრობის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, საპატრიარქოში მთავარი პროკურორიც იმყოფებოდა, თუმცა საუბრის დეტალებზე არ უსაუბრია.
„პატრიარქის სანახავად ვიყავით ყველანი მისული, რომ დავრწმუნებულიყავით, ჯანმრთელად დაბრუნდა და კარგად არის,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, საპატრიარქოში შეხვედრაზე ე.წ. ციანიდის საქმეზე არ უსაუბრიათ.