ჩვენ ბევრად მეტი ინიციატივა გვჭირდება - გიორგი მარგველაშვილი ეკონომიკურ მდგომარეობაზე
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, არაერთი ოჯახია, რომელსაც ფინანსური პრობლემები აწუხებს.
არჩევანის ეთერში მან აღნიშნა, რომ საწვავის აქციზებზე ფასის ცვლილების გარდა, მთავრობის მხრიდან წამოსულ ინიციატივების უმრავლესობას მიესალმება.
პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება ხელისუფლებისგან გაცილებით მეტ აქტიურობას ელოდება.
„მე ვფიქრობ, რეალურად ჩვენ დღეს ბევრად მეტს უნდა ვსაუბრობდეთ იმ ახალ ინიციატივებზე, რაზეც დღეს არის საუბარი. ბევრად მეტს უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტი ახალი ინიციატივები იყოს. არ შეიძლება, უბრალოდ ხელი ხელზე გადავიდოთ და ვთქვათ, რომ ლარიზაციის პროექტი დაიწყო. ჩვენ ბევრად მეტი ინიციატივა გვჭირდება,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.