ყველა ვეტო, რომელიც იქნა დაძლეული დიდი წარმატებით, ან საკონსტიტუციომ შეაჩერა, ან თვითონ მთავრობამ - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ცდილობს თუ არა უმრავლესობა მისი ყველა ვეტოს განზრახ დაძლევას. გიორგი მარგველაშვილის აზრით, ამ შემთხვევაში არა პრეზიდენტი, არამედ, პირველ რიგში, ქვეყანა და საზოგადოება ზარალდება.
გადაცემა არჩევანში საუბრისას პრეზიდენტმა ყველა ის კანონპროექტი გაიხსენა, რომლებზეც ვეტო უმრავლესობამ დაძლია, თუმცა შემდგომ კანონპროექტი ან საკონსტიტუციო სასამრთლომ შეაჩერა, ამ თავად ხელისუფლებამ შეცვალა.
„ყველა ვეტო, რომელიც იქნა დაძლეული დიდი წარმატებით, ან საკონსტიტუციომ შეაჩერა, ან თვითონ მთავრობამ. ხომ შეიძლება, რომ დავფიქრდეთ და ვთქვათ, რომ იქნება მაინც ღირს, რომ უფრო ვესაუბროთ ერთმანეთს, იქნებ არ ღირს ეს რაღაცა გალაშქრება ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რაც არ არის უნისონში შენ მიერ ჩამოყალიბებულ პოზიციასთან?“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
მან ე.წ. მოსმენების კანონზეც ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტი, რა სახითაც ახლა ის პარლამენტში არის წარდგენილი, არაფრით განსხვავდება 2 წლის წინ წარდგენილისგან.
„ამ კანონს მე 2 წლის წინ ვეტო დავადე. კანონს, რომელიც დღეს არის წარდგენილი და მაშინაც დიდი მონდომებით, გეგონება რაღაც კარგი კეთდებოდა, დაიძლია ვეტო,“ - აცხადებს გიორგი მერგველაშილი.
მისი აზრით, ამ საკითხზე, აუცილებელია მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი შედგეს.
„ეფექტურად ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავრი წინაპირობა არის ის, რომ იყოს მაღალი კვალიფიკაციის, მაღალი დაცულობის და მაღალი კონტროლის ქვეშ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.