ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ჩვენს საგამოძიებო სტრუქტურებს - მამა მიქაელ ბოტკოველი ე.წ. ციანიდის საქმეზე

მამა მიქაელ ბოტკოველი საპატრიარქოში მაღალჩინოსნების შეხვედრასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრებს და უწმინდესს პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მასალები გააცნო.

„ჩვენ მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია დეკანოზ მამა გიორგისთან მიმართებაში. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ჩვენს საგამოძიებო სტრუქტურებს. გვჯერა, რომ ისინი ობიექტურად შეისწავლიან და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რომლიც იქნება აბსოლუტურად დამაჯერებელი და, სადაც იქნება აუცილებლად ჭეშმარიტება ასახული,“ - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

მამა მიქაელ ბოტკოველმა მოსახლეობას სთხოვა, რომ საკითხით სპეკულირება არ მოახდინონ. მისი თქმით, მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობის გამოკვეთა გამოძიების შედეგებზეა დამოკიდებული. 

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე, საპატრიარქოში ამ დრომდე რჩება.

Читайте на сайте