უნდა მივცეთ შესაძლებლობა სინოდს, რომ ითათბიროს მშვიდ გარემოში - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ამბობს, რომ  მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, ბუნებრივია.

გადაცემა არჩევანში მან საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ეკლესიას გამოძიებამ მაქსიმალურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია.

"ამ სტრუქტურას უჩნდება ინტერესი, რომ მაქსიმალურად ჰქონდეს მიწოდებული ინფრომაცია. ეკლესია უნდა იყოს ინფორმირებული ყველა დეტალის შესახებ," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ეკლესია არის არა უბრალოდ ერთ-ერთი ორგანიზაცია, არამედ კონტიტუციით განსაზღვრული კონფესიაა.  მისი თქმით, შეხვედრაზე არა მარტო მამა გიორგი მამალაძის შესახებ, არამედ ეკლესიის წინაშე არსებული სირთულეების შესახებ მიმდინარეობდა მსჯელობა.

"ბევრს საკითხზე ერთმანეთის საპირისპირო აზრს გამოხატავდნენ, თუმცა ერთმანეთისადმი დიდი პატივისცემით," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი აზრით, საზოგადოებამ საპატრიარქოს პრობლემების შიგნით განხილვა უნდა აცადოს.

„უბრალოდ, უნდა მივცეთ შესაძლებლობა სინოდს, რომ ითათბიროს მშვიდ გარემოში და არა პირდაპირ ეთრეში ამ საკითხებზე. არა, იმიტომ არ ვამბობ, რომ ყველაფერი დასამალია, არამედ იმიტომ, რომ  ყველაფრის თქმა, ყველაფრის პირდაპირ ეთერში განხილვა ტემპერატურა წევს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Читайте на сайте