ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში "აქტიურ ფაზაზე" გადავიდა რუსული სამხედრო წვრთნები
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში აქტიურ ეტაპზე გადავიდა რუსეთის და ადგილობრივი სამხედრო ფორმირებების ერთობლივი წვრთნები. რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, ძარცემის პოლიგონზე მიმდინარე სწავლების „აქტიური ფაზა“ მოიცავს სხვადასხვა დაჯგუფების ტაქტიკურ მანევრებს როგორც დღისით, ასევე ღამით და ითვალისწინებს არასტანდარტული მეთოდების გამოყენებას პირობითი მოწინააღმდეგის გასანადგურებლად.
რუსეთის 58-ე არმიის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთობლივ წვრთნაში 2 ათასამდე სამხედრო მონაწილეობს. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სწავლების დაწყების და დამთავრების დრო, 1-15 აგვისტო, დაამთხვიეს საქართველოს და აშშ-ის შეიარაღებული ძალების ლიდერობით, ვაზიანში მიმდინარე მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნორი,“ რომელშიც 13 ქვეყნის 3 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. ამ წვრთნების გამო რუსეთმა მოქმედება გაააქტიურა ოკუპირებულ აფხაზეთშიც. იქ ამჟამად საველე სწავლება მიმდინარეობს, 2 აგვისტოს კი რუსმა სამხედროებმა ჩაატარეს წვრთნა, რომლის სცენარი მოიცავდა კრასნოდარის რეგიონიდან აფხაზეთის მიმარულებით ტაქტიკური რაკეტების, „ისკანდერის“ გამოყენებას.