საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სტუმრად დაამარცხა ისრაელი
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მოგებით დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპი. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ისრაელში ჩავიდა და მასპინძელთა ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში აჯობა - 85:80.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პირველად ითამაშა ნატურალიზებულმა ამერიკელმა მეტ ჯენინგმა და საკმაოდ კარგი დებიუტიც ჰქონდა - 15 ქულა ჩააგდო. ყველაზე შედეგიანი ქართველთაგან თორნიკე შენგელია იყო 22 ქულით. დუდა სანაძემ კი 17 ქულა მოაგროვა.
მეორე ეტაპის მეორე თამაშს საქართველოს ნაკრები 16 სექტემბერს გამართავს თბილისში, საბერძნეთის წინააღმდეგ.