World News

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პარლამენტარები არაერთგვაროვნად აფასებენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილი დღეს სამ კანდიდატურას წარადგენს. თავად პრეზიდენტს კანდიდატები არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარუდგინეს: ცესკოს მოქმედი თავჯდომარე თამარ ჟვანია, „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე და მარიამ შელეგია, პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ექსპერტი. სამი კანდიდატიდან ცესკო ერთ-ერთს აირჩევს.   


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ ყველა კანდიდატს  აქვს კვალიფიკაცია და ყველას ეყოლება მხარდამჭერები, ამიტომ კრიტიკა ობიექტური უნდა იყოს.


პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ თუ ოპოზიციას თამარ ჟვანიას მიმართ რაიმე საკითხზე პრეტენზია აქვს,  პასუხი უნდა მიიღოს. ვოლსკი ჟვანიას მუშაობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით უმრავლესობას სიღრმისეულად არ უმსჯელია.


„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე კი ფიქრობს, რომ შერჩეული კანდიდატურები მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ  ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ მზად არ არის უარი თქვას მორჩილ საარჩევნო ადმინისტრაციაზე.

Читайте на сайте