World News

გიორგი გახარიამ ბრალი დასდო ოპოზიციას ზაზა სარალიძის ტრაგედიით მანიპულირებაში

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ 21 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე  ოპოზიციას ბრალი დასდო ზაზა სარალიძის „ადამიანური ტრეგედიით“ სპეკულირებაში. 




„პოლიტიკური თვალსაზრისით თქვენ ვერ იქნებით ჩემზე მეტად დაინტერესებულნი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამოძიებით“, -  განაცხადა გახარიამ ოპოზიციის რეპლიკაზე, რომ გამოძიება არასათანადოდ რეაგირებს შვილმკვდარი მამის ტრაგედიაზე. 




მინისტრის თქმით, ვინაიდან „პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იმუშავა ისე, როგორც იმუშავა, ამ თემაზე პასუხისმგებლობა გვაქვს საერთო“.


გიორგი გახარიამ დასძინა, რომ შს სამინისტროში გრძელდება ცალკე გამოყოფილი, სამოხელეო დანაშაულის ნაწილან დაკავშირებული გამოძიება.

შს მინისტრის თქმით, მისი უწყების ვალდებულებაა ეს გამოძიება გაგრძელდეს, მანამ სანამ „შესაძლებელ დონეზე საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი არ გაეცემა.“

Читайте на сайте