ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის სასწრაფოდ ჩატარების იდეით გამოვიდა 21 დეკემბერს, რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაე ჩუკესთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
"ჩვენ მზად ვართ რუსეთთან შინაარსიანი დიალოგისთვის. განზრახული მაქვს, რომ ახალ წელს, რაც შეიძლება სწრაფად მოვიწვიო ნატო-რუსეთის საბჭოს ახალი სხდომა", - განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ნებისმიერი დიალოგი რუსეთთან უნდა ემყარებოდეს ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს და უნდაც მოაგვაროს რუსეთის ქმედებებით გამოწვეული ნატოს შეშფოთება. Читать дальше...