შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე არ უარყოფს, რომ წყლის ჭავლში, რომლითაც პოლიცია ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციაზე დემონსტრანტებს შლიდა, წყლის გარდა, იყო კიდევ გარეული სხვა ნივთიერებაც.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, კონკრეტულად რა სპეციალური საშუალებები გამოიყენა პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ და რა იყო გარეული წყლის ჭავლში, ალექსანდრე დარახველიძის პასუხი იყო, რომ:
„საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, წყლის ჭავლში იყოს გარეული შესაბამისი ნივთიერებები, გაზი იქნება თუ სხვა რამ“. Читать дальше...