დმიტრო კულება: ბიძინა ივანიშვილი ვიქტორ იანუკოვიჩის სქემით თამაშობს
უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საქართველოში მიმდინარე მოვლენები უკრაინის უახლეს ისტორიას შეადარა. მისი სიტყვები „ევროპეისკა პრავდას“ მოჰყავს. „სამწუხაროდ ის, რასაც დღეს ვხედავთ საქართველოში, არის სწორედ უკრაინული სცენარი, მაგრამ სხვა ხალხისა“. მან დასძინა, რომ ამჟამად საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ თავის მცოცავ დათმობებს ნიღბავს დაპირებებით, რომ არ განმეორდება „უკრაინის სცენარი“ და ის გულისხმობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. „ივანიშვილი, ისევე როგორც მაშინ იანუკოვიჩი, ზუსტად იმავე სქემით თამაშობს. Читать дальше...