HRW ევროკავშირს მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიმართოს
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის ფონზე, საპროტესტო აქციებზე მთავრობის სასტიკი რეაქცია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების საფრთხეს ქმნის. Human Rights Watch-ის განცხადებით, ევროკავშირმა დაგმო საქართველოს ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯების დრო დადგა. Читать дальше...